четверг, 5 июня 2014 г.

ბოლოთქმა


ბოლოთქმა


     მიმდინარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასახლები სრულად ასახავს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო კურსით გატვალისწინებულ თემებს და ეხმაურება აპარატურული, პროგრამული და ქსელური უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებს.


     საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოვლენები რევოლუციური სისწრაფით იცვლება. ვითარდება კომპონენტების ტექნოლოგიური ტიპები, იხვეწება და ახალი განახლებების პაკეტით ვრცელდება სისტემური პროგრამები, იცვლება და ვითარდება ქსელური დაკავშირების პრინციპები და სტანდარტები.


     ამის გამო მუდმივად აქტუალურია შესაბამისი აღმწერი მასალის განახლება და კორექტირებული რედაქციით წარმოდგენა. ამიტომაც დღის წესრიგში დგას წინამდებარე სახელმძღვანელოს განახლებული რედაქციებით გამოცემა, რომელიც მიმდინარე რეალობების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი.


     იმის გათვალისწინებით, რომ ბეჭდურ მასალასთან ერთად აქტუალურია ელექტრონული ფორმატით მასალის წარმოდგენა, ტექსტურ და გრაფიკულ ფაილებთან ერთად, შემდეგ რედაქციებში, მოხდება ცალკეული საკითხების პრეზენტაციებისა და ანიმაციური ეფექტებით გაჯერება, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს საკითხების თვალსაჩინოდ წარმოდგენას.


გვერდი 534